მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა განრიგით შესრულდება რეისები საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად

თვითმფრინავი

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს რეისი ვარშავა - თბილისი შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ივლისში ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

15 ივლისი - ბარსელონა

17 ივლისი - რომი

22 ივლისი - პარიზი

28 ივლისი - ათენი

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 995 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 857 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 219 პირი.