მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბასტილიის აღებიდან 231 წელი გავიდა

ბასტილიის ციხე

ბასტილიის აღებიდან 231 წელი გავიდა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი შუა საუკუნეების დასრულების თარიღად სწორედ ამ დღეს მიიჩნევს. ერთ რამეში კი ყველა თანხმდება, 1789 წლის 14-მა ივლისმა შეცვალა მსოფლიო. რევოლუციიდან მოკლე დროში დაემხო როგორც ბატონყმობა და მონარქია, ასევე, ეკლესიის ძალაუფლება. აბსოლუტიზმის რღვევა მთელს კონტინენტზე გაგრძელდა.

XVIII საუკუნის მიწურულს საფრანგეთი ტიპურ ფეოდალურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მოსახლეობის 98% სიღარიბეში იხრჩობოდა და სამართლებრივადაც ბევრი უფლება ჰქონდათ შეზღუდული. ამის საპირისპიროდ მეფე და მისი თანმხლები პირები ფუფუნებას არ იკლებდნენ. გაზრდილი გადასახადები კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ხარჯებს ვეღარ ფარავდა.

ბასტილიის აღების დღე

გაზრდილი წინააღმდეგობის ფონზე ლუი XVI იძულებული გახდა გენერალური შტატები ისევ მოეწვია. მონარქიის მხრიდან კომპრომისის არ გამოჩენის გამო, გენერალურ შტატებში მესამე წოდებამ თავი „ეროვნულ კრებად“ გამოაცხადა. ხალხმა იარაღს მოჰკიდა ხელი, 14 ივლისს შეიარაღებულმა დემონსტრანტებმა ბასტილიის ციხე აიღეს. აჯანყების ექო მთელს ქვეყანაში გავრცელდა. გლეხები წვავდნენ და ძარცვავდნენ მემამულეების ქონებას. 5 აგვისტოს ეროვნულმა კრებამ ყოველგვარი ფეოდალური პრივილეგიები და მასთან ერთად ბატონ-ყმობაც გააუქმა, მაგრამ რადგან თავის გასათავისუფლებლად თანხის გადახდა იყო საჭირო, გლეხები აღნიშნულ გადაწყვეტილებას აღფრთოვანებაში არ მოუყვანია.

რევოლუციამ თავისუფლებასთან ერთად ტერორიც მოიტანა. მონარქია რესპუბლიკად ტრანსფორმირდა, მაგრამ რესპუბლიკური მმართველობა „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ გარანტი ვერ აღმოჩნდა. მეფის აბსოლუტიზმი იაკობიანელთა დიქტატურამ ჩაანაცვლა.

რობესპიერი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მმართველი

1793 წელს ძალაუფლება ხელში რობესპირმა აიღო. ეროვნულმა კრებამ 387 ხმით 334-ის წინააღმდეგ მეფეს სამშობლოს ღალატისთვის სიკვდილი მიუსაჯა. განაჩენი 21 იანვარს აღსრულდა. 16 ოქტომბერს თავი მოკვეთეს დედოფალ მარი ანტუანეტისაც. დაიწყო „დიდი ტერორი“ რომელსაც 1793-1794 წლებში 35 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწრია, მათი უმრავლესობა უდანაშაულო იყო. პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს ცნობილი მეცნიერი ლავუაზიეც. 1794 წლის 28 ივლისს დაპატიმრებიდან მეორე დღეს გილიოტინაზე სიცოცხლე თავად რობესპიერმა რობესპიერის ძმასა და მის რამდენიმე თანამოზრეს თავი უკვე გარდაცვლილებს მოჰკვეთეს.

ბასტილიის აღებიდან 10 წლის შემდეგ ძალაუფლება ხელში ნაპოლეონმა ჩაიგდო, რომელმაც 13 წელიწადში ლამის მთელი კონტინენტი დაიპყრო, თუმცა ჯერ „გენერალ ზამთართან“ და შემდეგ ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხდა.

რევოლუციების, რესტავრაციების, რეპრესიებისა და ომების შემდეგ თანამედროვე სახით მეხუთე რესუპუბლიკა 1958 წელს მეორე მსოფლიო ომის გმირის და შემდგომ პრეზიდენტის, გენერალ შარლ დე გოლის თაოსნობით ჩამოყალიბდა.

დღეს საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს, ბირთვული კლუბისა და დიდი შვიდიანის წევრია. $2.72 ტრლნ-ით რიგით მეშვიდე ეკონომიკაა, 65 მლნ-იანი მოსახლეობით კი 22-ე.