მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჭყონდიდის ეპარქიაში ამაოხრებელი მიავლინეს“ - საპატრიარქოსთან აქცია მიმდინარეობს

აქცია საპატრიარქოსთან

თბილისში საპატრიაირქოს შენობასთან ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ. 

როგორც პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჭყონდიდის მოქმედი მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე სასულიერო პირებს შეურაცხყოფას აყენებს, მაშინ, როცა მამა ანდრია სარიას არაკორექტული საჯარო განცხადებების გამო აკრიტიკებენ.

„ჭყონდიდის ეპარქიაში ამაოხრებელი მიავლინეს. მას ემოციურ ფონზე თურმე შეუძლია ყველაფერი იკადროს და ამ დროს მღვდელ-მონაზონ ანდრიას იბარებენ თურმე არაკორექტული განცხადებების გამო. მრევლმა და ერმა უნდა გაიგოს, რომ პარტიარქის პირადი პატიმარია გიორგი მამალაძე, ასევე ის რაც ხდება ჭყონდიდში არის პატრიარქისა და მისი ქვეშევრდომების ბრალი“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.

მას ჟურნალისტებმა კითხვა შვილის ყოლის შესახებ დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობა ეკლესიაში მისვლის შემდეგ აღარ ჰქონია.

„სულიერი შვილი მყავს ძალიან ბევრი. შვილი ღვთის წინაშე ჩნდება მხოლოდ ცოლ-ქმრული ურთიერთობით, რაც მე არ მქონია მას შემდეგ, რაც ეკლესიაში მოვედი და პირველი აღსარება ჩავაბარე. ღმერთს ვთხოვ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ქალწულობის აღთქმა არ დავარღვიო“, - აღნიშნა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან.

აქციაში მონაწილეობს ასევე მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, რომელიც ასევე ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას და აცხადებს, რომ მისი ძმა პატრიარქის პირადი პატიმარია.

„5 წლის წინ ჩემი ძმა პატრიარქის დაკვეთით ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო ციხეში, რადგან მან ხმა აიმაღლა საპატრიარქოში არსებულ შავ-ბნელ საქმეებზე. რაც დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება და როგორც მეუფეს სტეფანე საუბრობს, ეს არის ზღვაში წვეთი. ყველაფერზე პასუხისმგებლობა პატრიარქს ეკისრება, ამიტომ გვინდა შევხვდეთ მას და კითხვები დავუსვათ“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამა ანდრია სარია მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით მცეთა-მთიანეთის ეპარქიაში 2 აპრილის სხდომაზეა დაბარებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

მამა ანდრია სარია: რა ვერდიქტს გამოიტანენ ჩემ მიმართ, ეს ჭყონდიდის ეპარქიაში რეალობას ვერ შეცვლის

„თვითმარქვია წინამძღვარი ხარ“ - მეუფე სტეფანესა და მონაზვნების შეხვედრის კადრები (ვიდეო)

„ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, იქითა კვირა დღემდე მოვიდეს და მოინანიოს“ - მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდში დაპირისპირებაზე