მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი მოლოდინია, რომ დაგვიბრუნდება დღეს მაინც“ - ზაზა გახელაძის ოჯახი

ზაზა გახელაძის ოჯახი

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახს იმედი აქვს, რომ დღევანდელი შეხვედრების ნიადაგზე მოლაპარაკება მიიღწევა და დაკავებული გათავისუფლდება.

„თუ სახელმწიფო არ ჩაერია, გლეხი კაცის შესაძლებლობა ყველამ კარგად იცის. იმედი გვაქვს, რომ შეღავათი მაინც ექნება და უფრო ცოტა დრო გაატარებს ციხეში.

ოჯახი ძალიან წუხს, მთელი სოფელი და მთელი ევროკავშირი ფეხზე დგას.“ - აღნიშნავს ზაზა გახელაძის ახლობელი.

ინფორმაციისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 98-ე შეხვედრა დაიწყო.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავარი საკითხი უკანონო პატიმრების გათავისუფლება იქნება.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება. ესენი არიან: ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი, რამაზ ბეღელური და ლაშა ხეთელური.

აგრეთვე დაინტერესდებით:

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო

ზალკალიანის განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მწვავედ დაისვა

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების საკითხს ევროკავშირის დელეგაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა