მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ეკლესიის მიზანია დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე იყოს

დეკანოზი ტაძარში

„ჩათვალეს საჭიროდ განცხადება გაეკეთებინათ, რადგან მიზანი ეკლესიის ერთია, რომ დავით გარეჯი იყოს საქართველოს ტერიტორიაზე. სხვა მიზანი ეკლესიას არ ამოძრავებს“, - ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

დეკანოზის თქმით, არსებულ სიტუაციას და კომისიის მუშაობას ეკლესია გაეცნო.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან საპატრიარქო გაეცნო წინასაარჩევნოდ ჩაერთო რაღაც კამპანიაში. დოკუმენტაცია მიიღო საპატრიარქომ, ამავე დროს იმ ფაქტებზე, რომელიც სახელმწიფოსგან იყო წარმოჩენილი, მნიშვნელოვანი იყო ბერების მონათხრობი. სურათის შეჯამებით გარკვეული შთაბეჭდილება გარკვეულ მღვდელმთავრებს, მათ შორის პატრიარქსაც შეექმნებოდათ.

ჩვენ ეკლესიას გვაქვს საერთო ინტერესები სახელმწიფოსთან. სეკულარული სახელმწიფოა, მაგრამ სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები იკვეთება. ასეთი მრავალია ჩვენს შორის საერთო, მათ შორის საეკლესიო და საერო ქონება, რასაკვირველია საზღვრები“, - აღნიშნა დეკანოზმა.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.