მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

რატომ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ? 2020 წ.

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან, ასევე, თბილისის მეტროსადგურებში.

ავტობუსებში, კვლავ, აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვლიდან შეზღუდვა მოიხსნა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზეც.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ყველა შეზღუდვა, რომლის მოხსნაც ხვალიდან იგეგმება