მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა შეზღუდვა, რომლის მოხსნაც ხვალიდან იგეგმება

საქართველოში შეზღუდვები იხსნება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარადგინა. 

PIA.GE გთავაზობთ შეზღუდვების სრულ ჩამონათვალს, რომელიც 25 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით მოიხსნება.

ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმა ასეთია:

👉 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება

👉 8 მარტიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება

👉 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება

👉 27 თებერვლიდან, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს

👉 1-ლი მარტიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, განაახლებენ ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში

👉 1-ლი მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები განახლდება

👉 15 მარტიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ

👉 1-ლი მარტიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ. ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ

👉 15 მარტიდან სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგება

👉 1-ლი მარტიდან სასკოლო წრეები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ

👉 15 მარტიდან თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ, ხოლო 1 აპრილიდან აღნიშნულ დაწესებულებებში საქმიანობა სრულად აღდგება (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით)

👉 8 მარტიდან არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ

„საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს. ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება.