მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ტრანსპორტი 23:00-მდე იმუშავებს

რატომ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ? 2020 წ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება.

რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერიის სამსახურის თქმით, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კომენდანტის საათმა“ 23:00-დან 05:00 საათამდე გადაიწია

👉 კვების ობიექტებს ღია სივრცეში სტუმრების მიღება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ