მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზიით დააკვირდება

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი 2020

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ის თავის ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლას არ აპირებს.

"ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზორიდან", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გასვლა აკრძალულია. მიუხედავად ამ აკრძალვისა, სასულიერო პირები სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც გეგმავენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.