მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა პირბადე ღია სივრცეებშიც ვატაროთ

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

„8 თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდი ვერ მოიგონა, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება არის სავალდებულო და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ.

„ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები. მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც. ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მინიმუმ ერთი წელი პირბადე იქნება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ყველა ორგანიზაციას, მათ შორის კერძო ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო დაწესებულებებს“, - განაცხადაგიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში 22:00 საათის შემდეგ რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება.