მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოძიება არასწორად მიდის, უნდა დაიჭირონ კლინიკის უფროსი ბარძიმაძე და მაისურაძე“- მეგი ბაქრაძის მეუღლე

ბაქრაძის მეუღლე

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე, კლინიკა „იმედის“ უფროსების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს და აღნიშნავს, რომ გამოძიება არასწორად მიდის. 

მისი თქმით, მომავალში როგორც საჭირო იქნება ისეთ ღონისძიებას მიმართავს.

„პირველ რიგში, უნდა დაიჭირონ კლინიკის უფროსი ბარძიმაძე და მაისურაძე.

დღეს რომ არაფერი იციან, როგორ არ იციან ამხელა კლინიკა აქვთ, ადამიანი მოუკვდათ და არ იციან? ქალბატონი ვიოლეტა რომ გამოდის და ამბობს, იქ არ ვყოფილვარო, აბა სად იყო?

გამოძიება არასწორად მიდის, ამიტომ, სხვანაირად მოვიქცევი, როგორც საჭირო იქნება ისე გავაკეთებ. ბატონი გიორგი ხომ ამბობდა, ორ წუთში იქ ვიყავიო, დაგვიანებას ჰქონდა ადგილი, დღეს ის ჩვეულებრივ მუშაობს და უნდა, რომ აცრების გაკეთება დაიწყოს“- განაცხადა მეგი ბაქრაძის მეუღლემ.

ინფორმაციისთვის, მეგი ბაქრაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში გაიკეთა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა.

იგი, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა.

პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს წაუყენა.

იხილეთ აჰრეთვე:

✅მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი სამ პირს წაუყენა

✅„ოჯახს აქვს გარკვეული კითხვები, თუ რამ გამოიწვია მეგის გარდაცვალება“ - გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი