მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა: სამსახურიდან აგრესიული ბრუნდებოდა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის, თამარ ბაჩალიაშვილის მამა

„სამსახურიდან აგრესიული ბრუნდებოდა ხოლმე, არავის არაფერს ეუბნებოდა“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.

გარდაცვლილი გოგოს მამა ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურის შესახებ ოჯახის წევრებთან არ ლაპარაკობდა.

„როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდა, აგრესიული მოდიოდა ხოლმე. ვეუბნებოდი, შვილო მანახე სამსახური სად მუშაობ მეთქი, სამსახურთან დაკავშირებით არც დედამისს, არც მე, არავის ეუბნებოდა რას აკეთებდა“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბაჩალიაშვილის მამამ.

ცნობისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში გარდაცვლილი ნახეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.