მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგი სისვაძე: თუ პირველ მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირება არ აღდგება, ბაღები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

იმ შემთხვევაში თუ პირველ მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირება არ აღდგება, ბაღები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირება აღდგეს, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის“ ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ განაცხადა.

 

მათი თქმით, კერძო ბაღების სექტორში ფინანსური კრიზისია. იმ შემთხვევაში თუ პირველ მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირება არ აღდგება, ბაღები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

„კერძო ბაღების სიტუაცია ძალიან მძიმეა, მთავრობა დუმს. უკვე წელიწადია ფუნქციონირება გვაქვს შეწყვეტილი. ეკონომიკურ რგოლში ფაქტობრივად, ყველაზე ბოლოს ვიხსნებით.

გადაწყვეტილების მიღების დროს გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება საჯარო ბაღებთან მიმართებაში კერძო ბაღების საკითხის განხილვა, რაც არის არასწორი და ამ მიმართულებით მინდა მივმართო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს და ეპიდემიოლოგებს, რომ ამ სეგმენტს ნუ გააიგივებენ ერთ სინდიკატად, რადგან ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და არ ვექვემდებარებით არც ბაღების სააგენტოს და არც ჩვენი საქმიანობა მიესადაგება საჯარო ბაღების ფუნქციონირებას, მასშტაბურად ისინი გაცილებით დიდები არიან, ვიდრე ჩვენი სექტორი.

შესაბამისად, არასწორად მიგვაჩნია, რომ გახსნის შემთხვევაში გაგვიხილონ საჯარო ბაღებთან მიმართებაში.

ჩვენ ვექვემდებარებით ეკონომიკის სამინისტროს და არა ბაღების სააგენტოს ან განათლების სამინისტროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ მარტს მოხდეს ფუნქციონირების აღდგენა.

კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გავიმიჯნოთ საჯარო ბაღებისგან და საბაბი არ იყოს ის, რომ თუ არ ვხსნით საჯარო ბაღს, არ ვხსნით კერძო ბაღსაც.

ასეთი მიდგომა არასწორია. კოვიდმართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სეგმენტში კლასტერი არის ერთი და იგივე და არ ხდება ჯგუფების არევა ერთმანეთში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ეპიდაფეთქება, - განაცხადა, - საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის“ ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ.

როგორც სისვაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ბაღის ხელმძღვანელს ნივთები ქუჩაში გამოუყარეს, საბავშვო ინვენტარი დაუზიანეს, რადგან საიჯარო გადასახადების გადახდა შეუძლებელია, ერთი წელია – ვერ ფუნქციონირებენ ბაღები.

მისი თქმით, ამ ქმედების ჩამდენი პირების მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები დახურულია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება“

👉 თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის ამოქმედდა