მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად“ - მეუფე იაკობი

ბოდბის მიტროპოლიტი

„სამწუხაროდ,  ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვაზე განაცხადა.

„რასაც ვუყურებთ რთულ სიტუაციაში ვართ და თუ ერთობა გვექნება ადვილად გამოვალთ, თუ ასე საზოგადოების პოლარიზება გაგრძელდება, ეს ძალიან ცუდი იქნება თითოეული ჩვენგანისათვის.

სამწუხაროდ, ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად. სამწუხაროა ამას, რომ ვამბობ. ძალიან ბევრს ვიცნობ თუნდაც უცხოეთში და სხვა სიყვარული აქვთ თავიანთი ქვეყნის მიმართ.

შევთხოვ უფალს, რომ გონებაზე მოსულიყავით. როდის ყოფილა, რომ ეკლესია თავის ხალხთან არ იყო, თავის ხელისუფლებასთან არ იყო. დღეს ხელისუფლებსაც დავლოცავ, ოპოზიციასაც. აბსოლუტურად ყველას, ცოტანი არიან და ძირითადად დანარჩენი საქართველო ვართ“, - აღნიშნა მეუფე მიაკობმა.

მანვე დასძინა, რომ „ასეთ იწილო-ბიწილოში ქვეყანას დაღუპავენ“.

„იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ, მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის“ - დეკანოზ თადეოზს, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს