მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ნებისმიერისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა

კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში განთავსებულ ვიდეომიმართვაში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალადობა არის დანაშაული და მოძალადე დაუსჯელი არ დარჩება.

„ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი.

მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ, ღამით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს 3 ადამიანი დაესხა თავს. სამივე მათგანი დაკავებულია.

აღნიშნულ ფაქტს, აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა.

აგრეთვე იხილეთ:

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას“ - თალაკვაძე

„მითხრა, რომ კარგად დამემახსოვრებინა მისი სახე“ - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე