მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა აკრძალული რჩება

ქორწილზე შეზღუდვა

აჭარაში, პირველი თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა.

„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4 პროცენტს, ჩვენ აჭარაში 1-ლი თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა.

კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულება და სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით რაც დღეისთვის მოქმედებდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 პირველ მარტამდე „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

👉 1-ლი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება

👉 პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება