მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის დედაზე: ვუთხარი იქნებ თქვენ ხართ მოგზავნილი მეთქი

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი

IT სპეციალისტი, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, გარდაცვლილი პროგრამისტის დედას თეონა თამაზაშვილს პასუხობს.

ლობჟანიძე ამბობს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის დედის მხრიდან წამოსული ნეგატივი პიკს აღწევს და თეონა თამაზაშვილი ემოციურ ფონზე განაგრძობს თავისი განცხადებების კეთებას.

ლობჟანიძის თქმით, მან თეონა თამაზაშვილს პროფესიული კუთხით მისცა შენიშვნა. ლობჟანიძე ეჭვობს, რომ სწორედ ეს ეწყინა თამარ ბაჩალიაშვილის დედას.

თავად მომწერა მოგზავნილი ხარო და იქნებ თქვენ ხართ მოგზავნილი მეთქი ვუთხარი“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.

თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ დასადგენი და გამოსაკვლევია ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნება. თამაზაშვილი მას მოგზავნილს უწოდებს.