საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე ჩემი მწყობრიდან გამოყვანას - მოვითმენ, მე-15-ზე შეიძლება ვერც მე მოვითმინო

მეუფე კომენტარის
გაკეთებისას
1620579961
დაკოპირებულია

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი მწყობრიდან და სწორედ ამის მიზეზი იყო, ის რაც ვიხილეთ.

„ჩავიდა თქვენი კოლეგა მეუფე ანტონთან, ტაძრის დღესასწაულია, დაბადების დღეა, კადრებიდან ჩანს, არაა ნასვამი. დავთვალე, 11-ჯერ ცდილობს მთელ სიუჟეტში გამოიყვანოს წყობიდან. პირველი, რასაც უწყებს ლაპარაკს - მეუფემ სცემა მღვდელი და თქვენ რას იტყვით. მეუფე რამდენჯერმე ეუბნება, დამანებეთ თავი, არ მსიამოვნებს თქვენთან საუბარი. და ბოლოს ახერხებს ეს ადამიანი...

ცუდია, გგონიათ მეუფე ანტონს მოსწონს მისი საქციელი? ხელით არ უნდა შეეხოს არავინ არავის. მე ამ ამბიდან დავიმახსოვრე, რომ 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე ჩემი მწყობრიდან გამოყვანას, მოვითმენ. მე-15-ზე შეიძლება ვერც მე მოვითმინო და შეიძლება მეც შევეხო ხელით, მეც ადამიანი ვარ. თუმცაღა, ამ, საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს.

აქ საუბარია, რომ მოახერხა ჟურნალისტმა და მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ინფორმაციისათვის, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიტროპოლიტი ყელში სწვდა ჟურნალისტს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

შემთხვევა გუშინ, 7 მაისს მოხდა. „მთავარის“ ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში სინოდის წევრების შეხვედრის გასაშუქებლად იყო ჩასული.

იხილეთ აგრეთვე:

✅„რა არის შენი გადასაწყვეტი ბიჭო“ - მიტროპოლიტი ჟურნალისტს ყელში სწვდა (ვიდეო)

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.