მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე საბას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მეუფე საბა ზიარებისას

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს მეუფე საბა ინწკირველს კორონავიურსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

„მე არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, მადლობა ღმერთს, თუმცა, მომავალში ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მოვდუნდე, არ გავითვალისწინო მომავალში ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული", - აცხადებს მეუფე საბა.

ცნობისთვის, მეუფე საბას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ მღვდელმსახურთან მამა სპირიდონ ნარსიასთან. ამ მიზეზით მან რამდენიმე დღის წინ წირვის ჩატარებისგან თავი შეიკავა.