მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიზანი მიღწეულია“ - მდუმარე აქცია დასრულდა

მდუმარე აქცია დასრულდა

„დღეს იყო მდუმარე, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ხმამაღალი აქცია. ჩვენი მდუმარებით მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რა მძიმე ვითარებაში იმყოფება დღეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განაცხადა. 

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მდუმარე აქცია დასრულდა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ოპოზიციის დღევანდელი ამოცანა შესრულდა.

„მიზანი მიღწეულია, შევხვდებით მომავალ აქციაზე“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მდუმარე აქციით დახვდნენ.

მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. აქციაზე ჰქონდათ სტიკერები და ტრანსფარანტები წარწერით - „გაყალბებულია“.

ინფორმაციისთვის, ამერიკის სახელმწიფო მდივანი 17 ნოემბერს საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ეწვია. პომპეოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, უწყების წარმომადგენლები და საქართველოში ამერიკის ელჩი დახვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 დავით ზალკალიანი: ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა

🔴 გახარია მაიკ პომპეოს: ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების მომენტი დადგა

🔴 პომპეო გახარიას: ვმუშაობთ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციას უკავშირდება