მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოაღწიოს ჩვენამდე და გავიკეთებ“ - მეუფე ანანია ვაქცინაზე

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის მეუფე ანანიას განცხადებით, მისი აზრით, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება აუცილებელია. 

„მე მიმაჩნია, რომ ვაქცინაცია საჭირო და აუცილებელია. აუცილებლად გავიკეთებ, ველოდები, სად არის ვაქცინა? მოაღწიოს ჩვენამდე და გავიკეთებ“, - აღნიშნა მეუფემ ჟურნალისტებთან.

როგორც ცნობილია, წმინდა სინოდის წევრებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლური ეკლესია ვაქცინის გაკეთება/არ გაკეთებას პირადი თავისუფლებისა და არჩევანის საკითხად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ეკლესიას ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში დახმარება სთხოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში“- ანდრია ჯაღმაიძე

„ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია“ - საპატრიარქო

ლევან აბაშიძე: მე რომ სასულიერო პირი ვიყო, საჯაროდ ავიცრებოდი, მაგრამ სხვას ამას ვერ ვურჩევ