მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოწყვეტის სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია“ - სეისმოლოგი ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზის მიმდინარე მოვლენებზე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესები არასწორად დაგეგმილი სამუშაოდან გამომდინარეა პროვოცირებულია.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე თეა გოდოლაძემ აღნიშნა, აღნიშნული ზონა დამატებით კვლევასა და შეფასებას მოითხოვს სხვადასხვა მიმართულებით.

სეისმოლოგი აცხადებს, რომ მასის მოწყვეტის სიღრმე არის დაახლოებით 10 მეტრი და ნახევარი მლნ კუბი.

„გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დილით უკვე ვიყავით ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად. ადგილზე დავათვალიერეთ სიტუაცია, ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის პირველადი შეფასება ასეთია, ვთვლით, რომ ეს მეწყერი მოითხოვს დამატებით კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით.

პირველადი შეფასებით, ვიზუალური და ხილული პრობლემა არ ნიშნავს, რომ პრობლემა ბოლომდე შეფასებულია. რა პრობლემებიც ზედაპირზეც ჩანს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს არის პრობლემა. მასის მოწყვეტის სიღრმე არის დაახლოებით 10 მეტრი და ვიზუალური დაკვირვებით დაახლოებით არის ნახევარი მლნ კუბი, რაც შესაძლებელია მოწყდეს მაპროვოცირებელი მოვლენების შემთხვევაში და წამოვიდეს ეს მასა ქვევით.

შესაძლებელია მეწყრული ტანი არ იყოს ის რაც ჩანს და უფრო ვრცელდებოდეს დიდ ტერიტორიაზე ზუსტად კომპლექსური გეოლოგიური სტრუქტურებიდან გამომდინარე რაც გვაქვს. ეს არის ძალიან დიდი კომპლექსური, გეოლოგიური სტრუქტურა, რომელიც ხასიათდება ტექტონიკური აქტივობით, რაც შესაბამისად იწვევს დიდ სეისმურ აქტივობასაც.

აქედან გამომდინარე, ის ადგილები მონიშნულია, რომლებიც შემდგომში საჭიროებს დაუყოვნებლივ კვლევას, დაუყოვნებლივ შეფასებას იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის შესაძლო საფრთხე და შევწყვიტოთ უხეში ჩარევა გარემოში.

რეალურად ეს პროცესები პროვოცირებულია არასწორად დაგეგმილი სამუშაოდან გამომდინარე, სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე. არასწორად იყო გეოლოგიური გათვლები გაკეთებული“, - აცხადებს თეა გოდოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შემთხვევის გამო შეზღუდულია მოძრაობა მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე.

თბილისის მერიის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურების საკითხს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები შეისწავლიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მასა მოწყვეტილია, შეიძლება აჩქარებით წამოვიდეს“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე

✔️ „მეწყრული სხეულის დაძვრა როგორც უხვ ნალექს, ისე პატარა მიწისძვრასაც მარტივად შეუძლია“ - გეოლოგი