მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეწყრული სხეულის დაძვრა როგორც უხვ ნალექს, ისე პატარა მიწისძვრასაც მარტივად შეუძლია“ - გეოლოგი

ქართველი გეოლოგი

დედამიწის შემსწავლელი ცენტრის გეოლოგის გიორგი ბოიჩენკოს განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან არსებულ ფერდობზე მეწყრული სხეული მთლიანად უნდა მოიხსნას, რათა სტიქია თავიდან იქნას აცილებული. 

„მეწყრის გააქტიურების მიზეზი ჩვენი აზრით არის სამშენებლო სამუშაოები, რომლის დროსაც ფერდობს გამოეცალა საყრდენი ქანები დაახლოებით 10-15 მეტრის სიღრმეზე, რამაც, სავარაუდოდ, გაააქტიურა მეწყრული სხეული.

მეწყრული სხეულის მოწყვეტილი ძირითადი ნაწილი ემთხვევა ტექტონიკურ რღვევას, რომელიც რეგიონში საკმაოდ ბევრია და ასე ვთქვათ, რღვევაზე ჩამოყალიბდა ტექტონიკური ნაპრალი“, - აღნიშნა გეოლოგმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, თუ ადგილზე დამცავი სამუშაოები არ ჩატარდება, შესაძლებელია, რომ მეორე მეწყერი ჩამოყალიბდეს.

„არარეალურად გვესახება ამ ფერდობის გამაგრება. ჩვენი აზრით უნდა მოიხსნას მთლიანად ეს მეწყრული მასა და მოხდეს მისი დამუშავება, ასე ვთქვათ, დაიცალოს. ახლა მიწის მეწყრული სხეული დაძვრა, როგორც უხვ ნალექს, ისე პატარა მიწისძვრასაც მარტივად შეუძლია“, - განაცხადა გიორგი ბოიჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შემთხვევის გამო შეზღუდულია მოძრაობა მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მეწყრული პროცესის გააქტიურებას გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან

„საგზაო სამუშაოებს მეწყერთან კავშირი არ აქვს“,- ირაკლი ბენდელიანი

გეოლოგი: დაწყებულია შეუქცევადი პროცესი, მისი გაჩერება შეუძლებელია