მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარი მოთხოვნაა იმ ბრალდებების განხილვა, რაც პატრიარქის წინააღმდეგაა წაყენებული“ - დიაკონი კონსტანტინე

დიაკონი კონსტანტინე

დიაკონი კონსტანტინეს განცხადებით, პეტრე ცაავას მრევლი და მხარდამჭერი სასულიერო პირები მეუფე სტეფანესგან პკონკრეტულ კითხვებზე პასუხს ითხოვენ. 

საქმე ეხება ბრალდებებს, რომელიც პეტრე ცაავამ 2019 წელს პატრიარქის წინააღმდეგ გააჟღერა.

„გავესაუბრეთ მეუფეს, დავუსვით კითხვები. ჩამოწერა და მერე გაგცემთ პასუხსო, იძახის. დავუსვი კონკრეტული კითხვები, რაზეც მიპასუხა, რომ ეს კითხვები არ დამისვა, ვლოცულობ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ამ თემას არ შევეხოო. მთავარია, ის ბრალდებები, რაც პატრიარქის წინააღმედგაა წაყენებული. ბრალმდებელი დასჯილია და ბრალდებული კიდევ განაგებს ეკლესიას და აკეთებს ალბათ კიდევ, რაც უკეთებია თავის ცხოვრებაში.

ინციდენტს რაც შეეხება, საერთოდ არც დაინტერესებულა, არ გამოსულა გარეთ“, - აღნიშნა დიაკონმა კონსტანტინემ.

შეგახსენებთ, რომ მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა. ინციდენტისას რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი შენობის აივნიდან გადაცვივდნენ.

ადგილზე შეკრებილი მრევლი სტეფანე კალაიჯიშვილისგან ეპარქიის დაუყოვნებლივ დატოვებას ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე პირი აივნიდან გადავარდა (ვიდეო)

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიის ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის შესახებ განცხადებას ავრცელებს