მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობის 300-ლარიანი დახმარება 88 721 პირმა უკვე მიიღო

სხვადასხვა კუპიურები

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300-ლარიანი დახმარების გაცემა დეკემბერში დაიწყო და ის უკვე 80 201 პირმა მიიღო. ამავე ცნობით, გაცემულმა თანხამ ჯამში 24 060 300 ლარი შეადგინა.

დღეის მდგომარეობით, ბიუჯეტიდან სულ ჯამში 26 616 300 ლარია გადარიცხული.

„შეგახსენებთ, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 24 დეკემბერს იწურება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 111 157 განაცხადი არის რეგისტრირებული.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიის წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ხელფასის ჩარიცხვა აღარ განიხილება “, - ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 როგორ დავრეგისტრირდეთ 300 ლარიანი დახმარების მისაღებად (ვიდეო ინსტრუქცია)

👉 300 ლარიანი დახმარება - როგორ უნდა მოიქცეთ კომპენსაციის მისაღებად?

👉 300 ლარიანი დახმარების გაცემის წესებში ცვლილებები შევიდა