მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI: გამოკითხული მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

მთავრობა პარლამენტში

NDI-ის საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 

შესაბამისად, კითხვაზე - „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას?“ 50% პასუხობს, რომ დადებითად, 38% ამბობს, რომ უარყოფითად, ხოლო 11% პასუხობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 46% პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას კარგად აფასებს, საშუალოდ -32%, ცუდად - 17%, ხოლო 4% -ამბობს, რომ არ იცის.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე.

👉 ინფორმაციისთვის, NDI-ის მიერ მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

NDI: გამოკითხული მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

„ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“ - NDI კორონავირუსის მიმართ მოსახლეობის მოლოდინებს აღწერს