მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს დროებით აჩერებს

ქართველი ბალერიკა ნინო ანანიაშვილი

ნოვოსიბირსკის აკადემიური თეატრი ქართველ ბალერინასთან ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს დროებით აჩერებს. ამის შესახებ განცხადება თეატრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, novat.nsk.ru გავრცელდა. 

თეატრის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ საბალეტო დასის ხელმძღვანელის ვინაობის დასახელება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე ამ კოლექტივის მიმართ უპატივცემულობაა. ინფორმაცია, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნინო ანანიაშვილის დანიშვნის შესახებ მედიაში გავრცელდა.

თეატრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონტრაქტი მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელების ყველა დეტალის დაზუსტებამდე შეჩერდება. საბოლოო გადაწყვეტილება იანვრის შუა რიცხვებში ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვლადიმერ კეხმანის და ნინო ანანიაშვილია შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული.

ცნობისთვის, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ნინო ანანიაშვილის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. როგორც ანანიაშვილმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, ის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს იანვრის ბოლოს უნდა შეხვედროდა.

ასევე მედიაში გავრცელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ანანიაშვილის გადაწყვეტილებას "გამართლება არა აქვს".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანანიაშვილის მეუღლემ გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტია დატოვა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიდის

🔅 რომან გოცირიძე: გრიგოლ ვაშაძემ პარტიას საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა შემატა