მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომან გოცირიძე: გრიგოლ ვაშაძემ პარტიას საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა შემატა

ნაცმოძრაობის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა შესძინა.

„გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი.

ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში. პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში. მადლობა, ბატონო გრიგოლ, ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“, - წერს რომან გოცირიძე.

👉 ინფორმაციისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

👉 როგორც მან განაცხადა, მიუღებელია სტატეგიული პარტნიორი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და პარტიასთან ოდიოზური ფიგურების დაახლოვება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხატია დეკანოიძე: ვწუხვარ, რომ პარტიასა და გრიგოლს შორის პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა

👉 თეა წულუკიანი: გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული

👉 გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიდის