მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომბუდსმენი: არ შეიძლება შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, ასე იწყება ტერორიზმი! 

სახალხო დამცველი 2020

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერეთლის გამზირზე მდებარე მიკრო საფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. 

მისი შეფასებით, არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, რადგან ასე იწყება ტერორიზმი.

„ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა - პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!“,- აცხადებს ნინო ლომჯარია.

ინფორმაციისთვის, თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაახლოებით 17:00 საათზე შეიჭრა. ის სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან მძევლად ათამდე ადამიანი აიყვანა.

მძევლების ნაწილი თავდამსხმელმა მის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლა. ამ ეტაპზე ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ისინი თავს კარგად გრძნობენ. მძევლები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები.

მისი მოთხოვნები იყო: ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7%, მედიკამენტებზე ფასების შემცირება და აზარტული თამაშების გაუქმება.

აგრეთვე იხილეთ: 👇

რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს? - (ვიდეო)

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დააკავეს (ვიდეო)

რამდენ წლიანი პატიმრობა ემუქრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს?