მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე დაშავებული მუშა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

სასწრაფო დახმარება, სამცხე-ჯავახეთი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული მუშა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მამაკაცს დაზიანებები თავისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული. მასთან ერთად დაშავებული მეორე პირის ძებნის სამუშაო კი ხვალ დილიდან განახლდება.

ცუდი ხილვადობის გამო, სამაშველო ოპერაცია გვიან ღამით შეწყდა.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა. მეწყერი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია "თუშეთისგზის" თანამშრომელები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.