მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდეთ

პრემიერი საკოორდინაციო საბჭოზე

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა. მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით აღჭურვონ.

„ეს არის რეკომენდაცია. ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, დაუშვებელია.

რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი საშუალებით, რათა თავი დაიცვან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული მატებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბრიდან, იმერეთსა და თბილისში რესტორნებსა და ყველა გასართობ დაწესებულებას 22:00 საათიდან მუშაობა შეეზღუდება.