მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭაში სტიქიის გამო შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ

რაჭა, ონი სტიქიის ზონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო, პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გახარიას დავალების შესაბამისად, ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

სტიქია რაჭაში

რაჭაში ძლიერი წვიმა 28 ივლისს დაიწყო, რის შედეგადაც ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა. რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ონში მდინარეები ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო.