მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენით დაჯარიმდებით, თუ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გახვალთ?

თბილისის ქუჩები ღამით

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი -22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით“ გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესების ( წესს საქართველოს მთავრობა ადგენს) დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იურიდიულის 10 000 ლარით.

შესაბამისად, თუ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გახვალთ 2 000 ლარით დაჯარიმდებით.

გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება შემდეგი მიმართულებით:

☑️საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე.

☑️ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.

ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔷 გამყრელიძე: ნოემბრის მეორე ნახევარი მძიმე იქნება

🔷 ცერცვაძე: შესაძლოა დადგეს მომენტი და საწოლების რაოდენობა აღარ გვეყოს