მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რქაწითელის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება მოხდება

რქაწითელი ყურძენი

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს ყურძნისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია გამოიყოფა.

მისი თქმით, პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი, რადგან ძირითადი პრობლემები სწორედ ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებასთან არის დაკავშირებული.

„მე ვფიქრობ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაში  უზარმაზარი წვლილი შეიტანა. მევენახეობა-მეღვინეობის დარგი განვითარების აბსოლუტურად სხვა დონეზე ავიდა. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ის, რომ  ფერმერის მიერ მოწეული მოსავალი, პრობლემების გარეშე, მთლიანად დაბინავებულია. სახელმწიფოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია. წელს გათვალისწინებულია, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია. პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი, ვინაიდან ჭარბი სწორედ რქაწითელის ჯიშის ყურძენია და ძირითადად პრობლემები სწორედ  ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებასთან არის დაკავშირებული. ექსპორტის თითქმის 80%-მდე, 70%-ზე მეტი, წითელყურძნიანი ჯიშისგან წარმოებული წითელი ღვინოებია, მხოლოდ 20-25%-ია თეთრი ღვინოები“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, მომავალ კვირას მთავრობა მიიღებს დადგენილებას, რთველის ღონისძიებების ხელშეწყობის შესახებ.

„ეს იქნება მკაფიოდ გაწერილი პირობები, რომელიც შეჯერებული და დარგთან  შეთანხმებულია. ეს არის ის  მაქსიმუმი, რაც არსებული ფინანსური შესაძლებლობებით გაკეთდა მოსახლეობისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი, ისევე როგორც წინა წლებში, ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო საწარმოს რესურსები იქნება სრულად გამოყენებული იმისთვის, რონ ის ჭარბი მოსავალი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ შეიძენს, დაბინავდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.