მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ გადაიღებენ კინოს პანდემიის პირობებში

კინოს გადაღება

ჯანდაცვის სამინისტრომ კინოგადაღების (კინოწარმოების) პროცესში შესასრულებელი ძირითადი რეკომენდაციები შეიმუშავა:

მაქსიმალურად შეიზღუდება კინოგადაღებაში ჩართული პირების წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაცების გარდა (გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება;

კინოგადაღების პერიოდში, გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე უნდა დაწესდეს სპეციალურად დაცული ზონები, რათა გამოირიცხოს გარეშე პირის მოხვედრა გადასაღებ მოედანზე (გარდა სასურსათო მომარაგების, დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირების და სხვა მკაცრად განსაზღვრული პირებისა);

გადასაღებ მოედანზე 1 ექიმი მუდმივად იქნება.

მსახიობებს, მათ შორის დუბლიორებს და მასიური სცენების მონაწილე პირებს, ასევე კინოგადაღებაში ჩართულ პერსონალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით კინოგადაღების დაწყებამდე და შემდგომ ყოველ მე-14 დღეს. იმ შემთხვევაში თუ კინოწარმოებაში ჩართული იქნება უცხო ქვეყნიდან შემოსული პირი, მას ტესტირება აღარ მოეთხოვება, რადგან ის საზღვრის კვეთის დროს ჩატარებული ტესტირების დოკუმენტაციას წარმოადგენს, რომლის ხანდაზმულობის ვადა არ აღემატება 72 საათს. ტესტირება ჩატარდება ყოველ მე-14 დღეს. გადასაღებ მოედანზე დაიშვებიან მხოლოდ კოვიდ-უარყოფითი შედეგის მქონე პირები.

გადასაღებ მოედანზე ერთიანი შესასვლელი და გასასვლელი იქნება. განხორციელდება ყოველდღიური თერმოსკრინინგი.

კინოწარმოების პროცესში შემცირდება სამუშაო ჯგუფის რაოდენობის ერთ სივრცეში კონცენტრაცია.

შემცირდება ჯგუფის წევრთა ფიზიკური კონტაქტი და სამუშაო დრო (წარმოების ეტაპების გათვალისწინებით);

უზრუნველყოფილი უნდა იყოს მსახიობების და მასიურ სცენებში მონაწილე პირების ერთმანეთისგან დისტანცირება, გარდა გადაღებისათვის აუცილებელი შემთხვევებისა.

გადაღების პროცესში ჩართულმა, ასევე გადასაღებ მოედანზე მყოფმა სხვა/მესამე პირებმა უნდა გამოიყენონ პირბადე, საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანი და სახის დამცავი ფარი.

გადასაღებ მოედანზე მყოფი თითოეული პირისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 4 პირბადე 12 საათიანი სამუშაო დღისთვის (გადასაღები). ეს წესი გავრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ესწრება გადაღებას, მათ შორის გარე კონტრაქტორებსაც;

გამოყენებულ ინვენტარს, ტექნიკის საშუალებებს, და სხვა გამოყენებულ აღჭურვილობას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს კოსტუმების წმენდა/დეზინფექცია და დაუთოება.

სცენარის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ვერ ხერხდება კოსტიუმების რეცხვა (მაგ: დაფაქტურებული კოსტიუმები), მაშინ გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს კოსტიუმის შეფუთვა პლასტიკურ პარკში, რომელიც შეხებაში არ იქნება სხვა პირებთან, გარდა კონკრეტული მსახიობისა, ვისთვისაც არის განკუთვნილი;

გრიმიორები და თმის სტილისტები მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა აღიჭურვონ ნიღბით, ხელთათმანებით და სახის დამცავი ფარით. იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ხელთათმანებით მუშაობა, მაგალითად თმაზე, მაქსიმალურად ხშირად უნდა დაიმუშაონ ხელები.

გადასაღებ მოედანზე, დახურულ პავილიონებში შესული ყველა სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია უნდა მოხდეს. კინოგადაღების პროცესში დაწესდება სანიტარული შესვენებები.

გადასაღები მოედნისათვის კინოგადაღების დროს გასატარებელი ღონისძიებები: 

გადაღებების გრაფიკი ისე უნდა შედგეს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები მუშაობდნენ ცვლაში. შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ჯგუფში არაუმეტეს 10 ადამიანი უნდა გაერთიანდეს.

საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტით ერთმა მსახიობმა უნდა ისარგებლოს.

აიკრძალება ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია.

მოთხოვნები ღია სივრცეებში კინოგადაღების დროს: 

კინოგადაღების დროს, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოინიშნება უსაფრთხო მანძილები, დისტანციის დაცვის მიზნით;

თუ კინოგადაღების პროცესი ითვალისწინებს მონაწილე პირთათვის კვებით/სასმელ კომპონენტს, მკაცრად უნდა იქნეს დაცული შემდეგი პირობები:

ჯგუფის წევრების კვებისთვის გამოიყენება სათანადო ადგილი. საკვები უნდა განთავსდეს ერთჯერად კონტეინერში.

კინოგადაღებაში მონაწილე პირთა ვალდებულებები: 

იკრძალება მისალმებისას ხელი ჩამორთმევა. რეკომენდირებულია ერთმანეთთან კონტაქტის შეზღუდვა, მუშაობა 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით.

მონაწილე პირები უნდა მოერიდონ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ უნდა დაიმაგრონ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.