მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელ საათამდე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო და ავტობუსი 22:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ PIA.GE -ს თბილისის მერიაში განუცხადეს.

22:00 საათზე შეაჩერებს მუშაობას მიკროავტობუსიც. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტოს „თბილისის მიკროავტობუსში“ განუცხადეს.

მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დროის შემცირება, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც დღეიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი -22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.

გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება შემდეგი მიმართულებით:

☑️საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე.

☑️ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔷 დღეიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდება

🔷 რამდენით დაჯარიმდებით, თუ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გახვალთ?