მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საგზაო სამუშაოებს მეწყერთან კავშირი არ აქვს“,- ირაკლი ბენდელიანი

მერის მოადგილე

„მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის სამუშაოებს მეწყერთან კავშირი არ აქვს“,- ეს განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ გააკეთა.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის სამუშაოების დაწყებამდე გაკეთებული იყო დეტალური პროექტი, დაიდო გეოლოგების დასკვნა, განხორციელდა ექსპერტიზა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს მეწყრული პროცესები მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ზედა ფერდობზე, ხოლო ის საგზაო სამუშაოები, რომელზეც არის საუბარი, არის მაჭავარიანის ქუჩიდან ქვედა ნაწილში“,- აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

ბენდელიანის განცხადებით, ამ დროისთვის ერთ-ერთი პირველი ამოცანაა, ყველანაირი უსაფრთხოების ნორმის დაცვით, მაჭავარიანის ქუჩა გაიხსნას.

მერის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ აცნობა.

აგრეთვე იხილეთ:

🔵გეოლოგი: დაწყებულია შეუქცევადი პროცესი, მისი გაჩერება შეუძლებელია