მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო: აუცილებელია, საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის უწყება ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით

შეხვედრა

„ეკლესია არ ჩაერთვება ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც განხორციელდება მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის“,- ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ილია მეორესა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

როგორც საპატრიარქოს სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტშია აღნიშნული, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დეტალურად ინფორმირება, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე ეკლესიის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოხატა თავისი პოზიცია წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით და გულისხმობს, რომ აღნიშნული პროცესი უნდა იყოს ნებაყოფლობითი ჩვენი მოქალაქისათვის“,- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეკლესია არ ჩაერთვება ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც განხორციელდება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია მიზეზებიც, თუ რატომ მიიღო საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება.

„აუცილებელია, საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის უწყება ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ ჯერჯერობით შეაჩერა ვაქცინაცია, რამდენად უსაფრთხოა ამჟამად შემოტანილი პრეპარატი მოსახლეობისათვის, რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინა და შეიძლება თუ არა ის იყოს ერთადერთი გამოსავალი კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური პრობლემების დასაძლევად“,- ვკითხულობთ პოსტში.

აგრეთვე იხილეთ:

🔶„საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში“- ტიკარაძე პატრიარქთან შეხვედრის შესახებ