მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში“- ტიკარაძე პატრიარქთან შეხვედრის შესახებ

„საქართველოში გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83% -ია“

„გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან, შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაცია“,- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მინისტრის თქმით, მან ილია მეორეს მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს მას.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საპატრიარქო მიესალმება ყველა გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება მიიღონ ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება გადადგმული, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად“,- განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროცესის მიმართ საპატრიარქოს პოზიციასთან დაკავშირებით. ტიკარაძემ განმარტა, რომ საპატრიარქოს პოზიცია ამ მხრივ არის მკაფიო.

„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში.

პატრიარქი, როგორც ჩვენ, ვართ მომხრე, რომ ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი, არ იქნება არანაირი იძულება ჩვენი მოქალაქეების. მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხოებასა და სარგებელთან დაკავშირებით, ჩვენ გავიარეთ ეს საკითხები“,- განაცხადა მინისტრმა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, შეხვედრის ინიციატორი ორივე მხარე იყო.

აგრეთვე იხილეთ:

🔷„ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია“ - საპატრიარქო