მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო მღვდელ ბესარიონ აპლიას განცხადებას ეხმაურება

საპატრიარქოს შენობა

საპატრიარქო აფხაზი მღვდელის ბესარიონ აპლიას განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული რეგიონის ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ნაწილი არ უნდა იყოს. 

„როგორც ცნობილია, სასულიერო პირი მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ეკლესიის სტატუსის განსაზღვრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში ტაძრებში მსახურებას წყვეტს.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა):

„ჩვენ არაერთგზის მივმართეთ რუსეთის ეკლესიას, რომ ყველა სასულიერო პირმა, ვინც ჩავა აფხაზეთში თუნდაც დროებით, კურთხევა აიღოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან.

პოლიტიკა, სამწუხაროდ, თავის გავლენას ახდენს. დიდი იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ეკლესია, რომელმაც ცალსახად და ხაზგასმით აღიარა საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიები, არ დაუშვებს მღვდელ ბესარიონ აპლიას მიერ განცხადებული აფხაზეთის ე.წ. თვითაღიარებული მიტროპოლიტის აღიარებას და, მით უმეტეს, მის მიღებას რუსეთის ეკლესიის წიაღში“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 22 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში მღვდელმსახურება მათი სტატუსის გარკვევამდე შეჩერდა.

მღვდელმა ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ბედი რუსეთის საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

აფხაზური ეკლესია ქართული ეკლესიის ნაწილი არ უნდა იყოს - აპლია

რას უქადის აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს