მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოში კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს.
გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

🛑პატრიარქისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება