მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 10 000 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო

დღეს, 22 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასის ზუსტი რაოდენობა განისაზღვრა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო სამეურვეო საბჭომ დღეს ერთხმად დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ხელზე ასაღები თანხა 10 ათასი ლარი იქნება. დღემდე ეს თანხა ოთხი ათას ლარს შეადგენდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფომაციაში.

ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი გააგრძელებს. ესენი არიან: თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.