მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეზღუდვები არავის უხარია, სოლიდარული ვარ მათ მიმართ, ვინც აპროტესტებს“ - ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე ამირან

„შეზღუდვები არავის უხარია, მათ შორის არც მე და სოლიდარული ვარ მათ მიმართ, ვინც შეზღუდვებს აპროტესტებს, მაგრამ სამწუხაროდ, იმ პირობებში, როცა არ არის ეტიოტროპიული წამალი, როცა ჯერ ვაქცინით მოცვა არის ძალიან დაბალი და პირბადის ტარების მაჩვენებელი არ არის მაღალი, სხვა გზა არ რჩება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, შეზღუდვები მასაც საკმაოდ აღიზიანებს, თუმცა ამის გარეშე პანდემიასთან ბრძოლა რთულია.

„შეიძლება მეც ვღიზიანდები ამაზე შინაგანად, რადგან მეც საზოგადოების ნაწილი ვარ, მაგრამ აბა როგორია ვითარება, ჰკითხეთ იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც გარდაიცვალა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, შეზღუდვების შემსუბუქებას რამდენიმე ინდიკატორი განსაზღვრავს და ყველა მათგანის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 262 228 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 254 350 და გარდაცვლილია 3 298 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინაციის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს განხორციელდება“ - ამირან გამყრელიძე