მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს განხორციელდება“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1612798357
COVID-19

საქართველოში ვაქცინაციის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს განხორციელდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

„ვაქცინაციის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს განხორციელდება სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც სრული მზადყოფნაა. დაავადებათა კონტროლის ქსელში გვაქვს - 80 გრადუსიანი მაცივრები, ისინი შემოწმდა და გამართულია. ხვალ ბათუმსა და ქუთაისში მიემგზავრებიან ჩვენი ჯგუფები. გვაქვს წინასწარი სია იმ საავადმყოფოების, რომლებიც შეირჩა, მაგრამ ახლა დასახელებისგან თავს შევიკავებ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის უკვე 70 000-მდე პირის პერსონალური მონაცემია შეგროვებული.

„ფაიზერისთვის“ დაკომპლექტებული იქნება 40-მდე ბრიგადა, რომელიც დღეში აცრის 42 ადამიანს. 42-ს იმიტომ, რომ თითო ფლაკონში არის ექვსი დოზა და სრულად უნდა გაიხარჯოს ყველა. რიგის სისტემაზეც ვართ ჩამოყალიბებული, უკვე დაახლოებით სამედიცინო პერსონალის 70 ათასზე მეტი პერსონალური მონაცემებია ბაზაში ატვირთული, დღეს მთავრდება მათი სელექცია სამ ჯგუფად – მაღალი, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ჯგუფები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 262 228 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 254 350 და გარდაცვლილია 3 298 ადამიანი.