მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაქსებს, რომლებსაც ტექდათვალიერება გავლილი არ ექნებათ, ლიცენზია ჩამოერთმევათ

ტაქსი ქალაქში

„იმ ტაქსის მძღოლებმა ვინც ლიცენზიას ფლობს აუცილებელია ტექდათვალიერება გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება ჩამოერთმევათ და ჩამოერთმევათ ლიცენზია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

კალაძის თქმით, ტექდათვალიერება აუცილებელია იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ამ სერვისს ეწევა.

„იცით, რომ თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექინსპექტირება.

ანუ ტექდათვალიერება სავალდებულოა იმ ტაქსის მძღოლებისთვის ვისაც ლიცენზია აქვს და ამ სერვისს ეწევა. ამ პირებს მინდა ვაცნობო, რომლებიც ამ მომსახურებას ეწევიან, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა ანუ ტექდათვალიერების არ გავლა წარმოადგენს ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას.

პანდემიის პირობებში მივეცით ამის შესაძლებლობა რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო. გარკვეული დროით გადავადება მოხდა, თუმცა დღეს არის იმის დრო, რომ იმ ტაქსის მძღოლებმა ვინც ლიცენზიას ფლობს აუცილებელია ტექდათვალიერება გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება ჩამოერთმევათ და ჩამოერთმევათ ლიცენზია. ამიტომ, ვიცე-მერს მინდა ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაცია დავავალო“, - აღნიშნა კალაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „დახმარებაა საჭირო ? ყველას დავეხმარებით, დაფინანსებაა საჭირო? ყველას ხელს შევუწყობთ“ - კალაძე