მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

ექსპერტიზის ბიუროს შენობა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს.

ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ გახდება ცნობილი, რა გახდა ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების მიზეზი.

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება.

5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში იპოვეს. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

მანამდე, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ტყეში მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფაქტს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურს უკავშირებენ და ამბობენ, რომ თამარი სამსახურიდან სახლში ხშირად აგრესიული ბრუნდებოდა.