მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად დაუკანონდება 

დარწმუნებული ვარ, წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით განსხვავებული იქნება

თბილისის სხვადასხვა რაიონში - ისანში, ნაძალადევში, მთაწმინდასა და გლდანში 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„ადამიანებს ის სახლები დაუკანონდებათ, სადაც ათეული წლებია ცხოვრობენ თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახორციელებდნენ დაკანონებას.

ეს რა თქმა უნდა ვერ შეეხება იმ კონკრეტულ ქეისებს, როდესაც ხვალ ადამიანი ადგება, სახელმწიფო მიწას მიიტაცებს, შემდეგ იტყვის, ეს ჩემიაო და მოვა, მოგთხოვს დაკანონებას. ეს ორი განსხვავებული ქეისია. ჩვენი დაპირება რაც იყო, რა თქმა უნდა ვასრულებთ და ბოლომდე დავუდგებით იმ ადამიანებს გვერდში, ვისაც თანადგომა სჭირდება“,- აღნიშნა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔲კახა კალაძე: ყველამ ვიცით რა არის გაჭირვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც მივიტაცოთ

🔲„გმირობაა, მარტო კაცი ზრდის 6 შვილს, ამ ოჯახს ბინა ექნება“ - კახა კალაძე