მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტყისა და მინდვრის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

ტყის ხანძარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, რამდენიმედღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, ხანძრების ჩასაქრობად 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მუშაობდა.

სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები.

ხანძრები დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლის დანთებისგან. მონადირეებმა დაიცავით უსაფრთოხების წესები ტყეებში გადაადგილებისას.

ხანძრებს გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე, მაღალია საფრთხე ცეცხლის სიახლოვეს მყოფი ინფრასტრუქტურისათვის“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, 4 იანვრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მასშტაბის ხანძრის 300-ზე მეტი კერა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ყველა მათგანი ლიკვიდირებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მეხანძრეებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის 2 ხანძარი ჩააქრეს

👉 აფხაზური მედიის ცნობით, გაგრაში ხანძარი ნაწილობრივ ლიკვიდირებულია

👉 გაგრაში კვლავ ძლიერი ხანძარია (ფოტო - ვიდეო)