მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცნობილია თუ ვის შეეძლება პირველ ეტაპზე გრიპის ვაქცინის გაკეთება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლოგო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხისა და ვაქცინაციის ჩატარების წესის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2020–2021 წლების სეზონისთვის ჯანმოს რეკომენდაციებისა და ქვეყანაში არსებული გრიპის ვითარების გათვალისწინებით განსაზღვრული 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფები:

ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:

ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;
ა.დ) დიალიზზე მყოფი პირები;
ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:

ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
ბ.ბ) ორსულები;

გ) პროფესიული ჯგუფები:

გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:
გ.ა.ა.) ექიმები;
გ.ა.ბ.) ექიმი-რეზიდენტები;
გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;
გ.ა.ე.) ბებიაქალები;
გ.ა.ვ.) სტომატოლოგები;
გ.ა.ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;
გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
გ.ა.ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;
ბ.) ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; გ)მონადირეები;
გ.ბ.დ.) ვეტერინარები;
გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:
გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;
გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;
გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,
გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება,
გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ცნობით, გარდა ზემოთ განსაზღვრული 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფებისა, ვაქცინაციას დაექვემდებარება, მათი ოჯახის წევრები (უპირატესად ბავშვები), სსიპ - ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (შემდგომში ცენტრი) და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების თანამშრომლები (მათი ოჯახის წევრები) და დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ცენტრის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე პირები.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეს თქმით, წელს გრიპის ვაქცინის გაორმაგებული რაოდენობა აქვთ შეძენილი.

ასევე ეკატერინე ტიკარაძეს თქმით, მნიშვნელოვანია რისკჯგუფები და მათი კატეგორიზაცია. ექიმის დახმარებით თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გაიგოს მიეკუთვნება თუ არა რისკჯგუფს და შესაბამისად იქნება ის აცრილი.

ცნობისთვის, ქვეყანაში გრიპის ვაქცინა უკვე შემოსულია.