მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანური გამოცემა: კვარაცხელია ესპანელი მცველებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა

მარკა
1617003669
სპორტი

საქართველო - ესპანეთის დაპირისპირებას ბევრი ესპანელი ჟურნალისტი ესწრებოდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში თბილისური მატჩი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ესპანური მედიის კრიტიკის ობიექტი ლუის ენრიკე გახლდათ, რომელსაც შემადგენლობის შერჩევას უწუნებდნენ.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც „MARCA“-მ 3 ვარსკვლავი დაუწერა ხვიჩა კვარაცხელია იყო, სხვა ფეხბურთელებს მსგავსი შეფასება არ მიუღია.

„ხვიჩა კვარაცხელიას სახელი-გვარი ბევრ ფეხბურთში გარკვეულ ადამიანებს აქამდე არ გაუგია. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ამ შეხვედრაში მთავარი მოულოდნელობა იყო. 20 წლის მარცხენა გარემარბი შეუჩერებელი იყო, ის ესპანეთის ნაკრების დაცვისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. არ გაგვიკვირდება, თუკი ზაფხულში ყაზანის „რუბინი“ მის სანაცვლოდ მსუყე შეთავაზებას მიიღებს”. - წერს „MARCA“

„ესპანეთის ნაკრებმა პირველი ტაიმი წააგო, რაც ლუის ენრიკეს მიერ დაყენებული სუიციდური შემადგენლობის ბრალი იყო. მწვრთნელმა ლამის ყველა წამყვანი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მხოლოდ მას შემდეგ ამოისუნთქა, რაც მინდორზე ტიაგო, დანი ოლმო, ოიარსაბალი და მარკოს ლორენტე გამოჩნდნენ. ქართველთაგან მთავარი საქმე კვარაცხელიამ გააკეთა, გამორჩეული იყო კანკავაც, რომელიც კლდესავით იდგა. კვარაცხელიამ საწყის წუთებზე 2 მეტოქეს აჰკიდა ყვითელი ბარათები, ტაიმის ბოლოსკენ კი გოლიც შეაგდო. „რუბინის“ მარგალიტმა თავი, ალბათ, ყველას დაამახსოვრა”. - წერს „AS“.

ინფორმაციისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

იხილეთ აგრეთვე:

⚽ქართული სენი - კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ - ისტორიას მხოლოდ კვარაცხელიას ბურთაობა შემორჩება (ვიდეო)

⚽ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ